შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია და მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.
შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 16 ადამიანი იყო მოყოლილი, მათ შორის, ბავშვებიც. შსს-მ ადგილზე 2 ვერტმფრენი გაგზავნა.