ღარიბი ქვეყნის პრემიერმინისტრის ოჯახის მდიდრული ცხოვრება და გატაცებები. ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, მისი მეუღლეც ცნობილი ბრენდებისა და ძვირადღირებული საათების მოყვარულია. ბოლოს ნუნუ თამაზაშვილი ფართო საზოგადოებაში საფრანგეთის საელჩოში გამოჩნდა და შთამბეჭდავი იყო მისი ჩაცმულობა და აქსესუარებიც, რომელთა ღირებულება თითქმის 80 ათას ლარს აღწევს. პრემიერმინისტრისა და მისი ოჯახის დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილები ვერ ასაბუთებენ რა სახსრებით ყიდულობენ ძვირადღირებულ ნივთებს, რაც ადასტურებს რომ პრემიერმინისტრს ხელფასის გარდა, არალეგალური შემოსავლები აქვს.