შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი პირის ცხედარი იპოვეს.
შოვში დღეს მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.