შოვში სამაშველო ვერტმფრენებმა დაღამების შემდეგ მუშაობა შეწყვიტეს, თუმცა ამ დრომდე ადგილზეა ცოცხალი ძალა და მაშველები სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.
სოფელ გლოლაში შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც დაკარგულ ახლობლებს ეძებენ. ისინი მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან.
შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში ამ დროისათვის ორი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ: