შოვში მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს - მოქალაქეები მაშველებთან ერთად ღამით ტყეში დარჩებიან

გამოქვეყნდა:

შოვში სამაშველო სამუშაოების ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს - ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთად ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი