თბილისში, კიევის ქუჩაზე 28 წლის კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და არსებული ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებული ამ დრომდე არავინ არის.