"კონტაქტი არაა, ვეძებ შვილს და სამ შვილიშვილს" - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა - ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, 50 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

"კონტაქტი არ არის, [ვეძებ] შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი...ცოცხლები არინა, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა. 

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში პრემიერმინისტრი გაემგზავრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი