შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც. 

 შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი