"რუსეთის ფოსტა" საქართველოში საჰაერო გზებით ფოსტის პირდაპირ ტრანსპორტირებას იწყებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერალური საფოსტო ოპერატორი, "რუსეთის ფოსტა", საქართველოში საჰაერო გზებით ფოსტის პირდაპირ ტრანსპორტირებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Tass კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამანათების საჰაერო გადმოზიდვა მოსკოვიდან თბილისში რეგულარულად განხორციელდება და მას საჰაერო კომპანია "აზიმუტი" ჩაატარებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მოელიან, რომ საქართველოში, თვეში 6 მილიონი ტონა ამანათი გამოიგზავნება. მათივე მოლოდინით, ორ ქვეყანას შორის ამანათების გაგზავნისთვის საჭირო დრო, სულ მცირე, 2-3 დღით შემცირდება.

გამოცემა არ აკონკრეტებს თუ როდის იგეგმება პირველი რეისი.

Tass-ის ცნობით, მანამდე, ივნისის დასაწყისში, საფოსტო კომპანიამ Azimuth-ის თვითმფრინავით ამანათების გადაზიდვა სომხეთშიც დაიწყო. 

რუსული ფოსტის ტრანსპორტირების მართვის დირექტორატის განცხადებით, ამანათების პირდაპირი გადაზიდვა კავკასიის ქვეყნებში პერსპექტიული და "მოთხოვნადი მიმართულებაა", როგორც ბიზნესისთვის, ასევე კერძო კლიენტებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი