შოვში ადგილობრივები სამძებრო სამუშაოებში ჩართვას ითხოვენ - ვითარება ადგილზე

გამოქვეყნდა:

შოვში ადგილობრივები და დაკარგული ადამიანების ახლობლები სამძებრო სამუშაოებში ჩართვას ითხოვენ. ისინი პოლიციას სთხოვენ სტიქიის ზონაში შეუშვან, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.

სტიქიის ზონაში ვითარება მძიმეა - ადგილზე მაშველები 31 დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რაჭაში მეწყერს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 ადამიანის ცხედარი მაშველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს, 4 კი დღეს დილით. 

სტიქიის ადგილიდან ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. 

სამაშველო ოპერაციაში 2 თვითმფრინავი, სპეციალური ტექნიკა და 400-ზე მეტი მაშველი არის ჩართული. სამუშაოებში ჩართული არიან კინოლოგებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი