მდინარე ჭანჭახის კალაპოტში დაღუპული ახალგაზრდა ქალის ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს. მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.
არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა - კონტაქტი ვერ მყარდება სტიქიის ეპიცენტრში მყოფ 31 ადამიანთან.