შოვში, სტიქიის ზონაში წითელი ჯვრის გუნდია მობილიზებული

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში წითელი ჯვრის გუნდია მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება Twitter-ზე ავრცელებს.

"აღმოსავლეთ საქართველოში, შოვის რაიონში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ათობით ადამიანია დაკარგული, რამდენიმე კი დაიღუპა. განადგურებულია გზები და ხიდები.

წითელი ჯვრის გუნდი მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად პირველადი დახმარების, წყლისა და სხვა საჭირო ნივთებით", - ნათქვამია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

შოვში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. 2 მათგანის ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს, 4-ის კი დღეს დილით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი