საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. უცნობია რას შეეხება ბრიფინგი, თუმცა ზურაბიშვილი სავარაუდოდ, კომენტარს რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გააკეთებს.
შოვში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. 2 მათგანის ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს, 4-ის კი დღეს დილით.