რაჭაში ხუთსულიან ოჯახს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ოჯახი რაჭაში უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს და აქ დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.
შოვში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება - ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. 2 მათგანის ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს, 4-ის კი დღეს დილით.