ღარიბაშვილმა შოვში მეშვიდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა

გამოქვეყნდა:

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა -  მეშვიდე ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა დაადასტურა.

ინფორმაცია თავდაპირველად "მთის ამბებმა" გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს. მაშველებმა ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. 

შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.  ირაკლი ღარიბაშვილი კი ადგილზე მეორე დღეს მივიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი