შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

მისივე ცნობით, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ. 

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩვენი ჯარიც ჩაერთვება, თავდაცვის ძალები. თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე  მეორე დღეს ჩავიდა.

ამ დრომდე სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შოვში მეწყერს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტს კი ამ დრომდე ეძებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი