სტიქიის ზონაში ავიაციამ სამაშველო სამუშაოები განაახლა.
შეგახსენებთ, დაახლოებით 1 საათის წინ, უამინდობის გამო ვერტმფრენებმა დროებით მუშაობა შეწყვიტეს. ისინი ონის ცენტრალურ სტადიონზე ელოდებოდნენ წვიმის გადაღებას. ადგილზე 2 ვერტმფრენი მუშაობს. სავარაუდოდ ცოტა ხანში გადმოასვენებენ 4 ცხედარს, რომლებიც ბოლოს იპოვეს.
ამ დროისათვის, 25 დაკარგულ ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილია 11.