გვაქვს საფეხმავლო  გასაშლელი ხიდები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ - ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჯარი შოვში მიმდინარეო სამაშველო სამუშაოებში რამდენიმე საათში ჩაერთვება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედროები სტიქიის ზონაში შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით ჩავლენ: 

"ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ გვარდიის დანაყოფები, ასევე მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ, დღეს ჩვენი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოები და ამ სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც, რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რითიც ჩამოვლენ მომზადებულები, ასევე გვაქვს საფეხმავლო  გასაშლელი  ხიდები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ" ამბობს ბურჭულაძე.

სტიქიის ზონაში 11 გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი. ეძებენ 25 დაკარგულ ადამიანს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი