'' ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს'' -წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში, რომელსაც ''მწვანე ალტერნატივას'' დირექტორი ნინო ნინო გუჯარაიძე აქვეყნებს.
გუჯარაიძის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის.
მისი თქმით, სააგენტო 2022 წლის პროცესების პროგნოზის შედეგებს ამ მომენტისთვის არ ასაჯაროებს.
"სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის.
ეს არის ამონარიდები 2021 წლის ანგარიშიდან. სამწუხაროდ, არ გაქვს 2022 წლის ანგარიში, რომელსაც სააგენტო არ გვაძლევს. სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს.
ახლა მაია ბითაძეს ვუსმინე, შოვში არანაირი რისკი არასოდეს არ არსებობდაო, ხოდა რა ვიცი აბა, რისთვის იწერება ეს ანგარიშები?!
გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის
249-ე გვერდზე არის ცხრილი გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" წერს გუჯარაიძე
იხილეთ დოკუმენტი - გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის