რა იწვევს მეწყერს და რამდენად მაღალია მასშტაბური სტიქიის განმეორების საფრთხე. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშში გაწერილია სხვადასხვა რეგიონში არსებული გეოლოგიური ვითარება, რისკები და რეკომენდაციები. 2022 წლის დოკუმენტში პირდაპირ წერია რომ რაჭა და კონკრეტულად შოვი სახიფათო ტერიტორიას წარმოადგენს და ღვარცოფული პროცესების ალბათობა უკიდურესად მაღალია.
ერთ ერთი მთავარი პრობლემა კი უკონტროლო და აქტიური მშენებლობებია ღვარცოფული მდინარის პირას , როდესაც ხშირ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გეოლოგიური დასკვნები.