11 დაღუპული და 30-მდე უგზოუკვლოდ დაკარგული, საქართველოს მსგავსი მასშტაბის ტრაგედია წლებია არ ახსოვს. კურორტი შოვი განადგურებული და მიწის ქვეშ არის მოყოლილი. ვითარება სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უმძიმესია, მაშველები ხალხს მიწით და წყლით დაფარული დასახლებაში ეძებენ. სულის შემძვრელია კადრები რომელიც შოვიდან ვრცელდება, ხალხი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ეძებს. ყოველი წუთი გადამწყვეტია-გაუჩინარებულებს შორის არიან ბავშვები და ოჯახები. 400 მეხანძრე მაშველი 24 საათიან რეჟიმში შეუჩერებლად მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ხვალიდან თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ვიდრე ხილვადობა იძლევა საშუალებას სამძებრო ოპერაციაში ჩართულია ავიაცია.