შოვში კიდევ ერთ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 18 წლის სამირა ისაევას ბოლოს 2 აგვისტოს ესაუბრნენ და ამის შემდეგ აღარ უნახავთ.
''სამირა ისაევა 18 წლის. ბოლოს 2 აგვისტოს გვესაუბრა, იმის მერე კონტაქტი აღარ გვაქვს. თუ ვინმეს გინახავთ ან თქვენთან ერთად არის, გთხოვთ შეგვეხმიანეთ, ან დარეკეთ 112-ში, 557 63 31 12; 5 68 63 26 26 '' - წერს სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობელი.
შეგახსენებთ, ამ დრომდე სტიქიის ზონაში დაკარგულად ითვლება 25 ადამიანი. სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული.