"სამაშველო ღონისძიება ამ წუთებში გრძელდება და გააგრძელებენ ღამის განმავლობაში მუშაობას ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ღონისძიების გაგრძელება" - ამის შესახებ საგანგებო საკოორდინაციო შტაბის წევრმა, ლერი ბარნაბიშვილმა ცოტა ხნის წინ, ონში გააკეთა კომენტარი.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ჩავლენ თავდაცვის სამინისტროს 200 თანამშრომელი. ხვალიდან კი, სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთვება სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეინჯერები.
"დღევანდელი სამაშველო ოპერაციების შედეგად, როგორც მოგეხსენებათ ნაპოვნია 11 ცხედარი. 11-ვე მათგანი უკვე გადასვენებულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროში და მიმდინარეობს მათი კვლევა. რაც შეეხება სამაშველო ღონისძიებას ამ წუთებში გრძელდება და გააგრძელებენ ღამის განმავლობაში მუშაობას ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ღონისძიების გაგრძელება. პრემიერის დღევანდელი დავალების შედეგად, დღეს საღამოსვე ჩამოვა 200 თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომლებიც დღესვე დაიწყებენ გარკვეული სამუშაოების შესრულებას და ხვალ დილიდან გათენებისთანავე გაგრძელდება ღონისძიებები. ასევე ჩაერთვება დამატებითი ძალები სამაშველო სამსახურის. ჩვენ კიდევ მობილიზებული გვყავს სოფლის მეურნეობის რეინჯერები. რაც შეეხება დაკარგული ადამიანების რაოდენობას, თქვენ იცით, რომ 36-თან ვერ მყარდებოდა კონტაქტი, აქედან თუ ვივარაუდებთ, რომ 11 ცხედარია აღმოჩენილი, ვეძებთ სავარაუდოდ 25 მოქალაქეს" - ამბობს ლერი ბარნაბიშვილი