სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული კადრების ავტორი ამბობს, რომ ვერტმფრენი მიცვალებულების გადასასვენებლად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ვიდეო გაავრცელა. დანიელ ბულკაშვილი "ღამის მთავარის" ეთერში ჩართვისას ამბობს, რომ რეაგირება სავარაუდოდ სწორედ კადრების გამოქვეყნებამ დააჩქარა, რადგან საზოგადოებამ დაინახა რეალური სურათი, რა ხდებოდა დილით სტიქიის ზონაში:
"ეს ვიდეო იმიტომ გადავიღე და დავდე სოციალურ ქსელში, რომ ვიღაცას ყურადღება მოექცია და გამოეგზავნათ სამაშველო ვერტმფრენი, რომ ეს ცხედრები გადაესვენებინათ...ჩემი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მიახლოებით ნახევარ საათში მოვიდა ვერტმფრენი. ამ ვიდეოს გადაღების შემდეგ მოფრინდნენ, რატომ? ისმის კითხვა, რადგან საზოგადოებამ გაიგო რეალურად რაც ხდება" ამბობს ბულკაშვილი.
მისივე თქმით, მაშველებმა და მოხალისეებმა ცხედრები დილით იპოვეს და გამოასვენეს. ვიდეოს გამოქვეყნებამდე კი მისი თქმით, ვერტმფრენის მოთხოვნაზე პასუხი იყო- "დაელოდეით მოფრინდება".