ცნობილია შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ვინაობა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის გიორგი გოგინაშვილია - "არ ვიცი,არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო,ჩემო გმირო ძმაო ! ორი შვილის მამავ და საოცარი ადამიანო,რომ გარდაიცვალე"- წერს ერთ-ერთი მეგობარი.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გამოსვენებულები, პროზექტურაში გადაასვენეს.