სტიქიის ზონაში დაკარგულია სამი ახალგაზრდა გოგო. ახლობლები და ოჯახის წევრები გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურსა და ნინო კენჭაძეს ეძებენ. მათივე ცნობით, ახალგაზრდები სტიქიის დროს, ჭანჭახისა და ბუბას ხეობაში, კალცის წყალზე მანქანით იმყოფებოდნენ. დაკარგულების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
ოფიციალური ცნობებით, დაკარგულად სულ 25 ადამიანი ითვლება, რომელთა სამძებრო ღონისძიებები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.