შოვში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება - დილიდან მუშაობა განაახლა ავიაციამ

გამოქვეყნდა:

შოვში დღეს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 598 913 089.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი