რაჭაში მოვარდნილმა ღვარცოფმა სამაშველო ვერტმფრენების შესახებ დისკუსია განაახლა. 3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა.
საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.
სოციალურ ქსელში გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც ავთენტურია, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეც იძებნება, 2015 წლის 11 დეკემბერს აშშ-ს მიერ გაცემული გრანტის მიხედვით, საქართველოს ორი სამაშველო ვერტმფრენი უნდა შეეძინა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით იქნებოდა აღჭურვილი და მათ სტიქიური უბედურებების დროს გამოიყენებდნენ. თუმცა, 2016 წელს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ვერტმფრენის შეძენაზე უარი თქვა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, მაგრამ დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ქვეყანას , სამაშველო ვერტმფრენის მიმწოდებელი კომპანიისთვის კოლოსალური თანხის გადახდა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერმინისტრი უარყოფდა ერთი წლის წინ გაკეთებულ თავისივე განცხადებას, რომელიც გუდაურის ტრაგედიის შემდეგ ღარიბაშვილმა საჯაროდ დადო და ამბობდა, რომ სამაშველო სამსახური ვერტმფრენებით აღიჭურვებოდა.