შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა. 

დადასტურებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი