შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლს, ალინა პოლიკოვსკას, ეკუთვნის

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 
თავად მესხი და მისი სამი შვილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

"პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი," - წერია განცხადებაში.

შეგასენებთ, რომ დადასტურებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი