შოვში, სტიქიის ზონაში მმართველი პარტიის ლიდერები ჩავიდნენ - ვითარება ადგილზე

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ ადგილზე გამოჩნდნენ მმართველი გუნდის ლიდერები - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი...

სამუშაოებში ჩართულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე თავდაცვის ძალები, რომელთაც დილიდან დროებითი საფეხმავლო ხიდის მოწყობა დაიწყეს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 20-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 13-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. 

დაკარგულთა ოჯახის წევრების ნაწილი ოფიციალურ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. მათ აინტერესებთ კონკრეტულად რა სამუშაოები ტარდება.

დილით მაშველებმა ერთ-ერთი ავტომობილი იპოვეს, თუმცა, ის იმდენად  დაზიანებული იყო, რომ მისი მარკა და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩიეს. რამდენიმე მანქანა იპოვეს მოხალისეებმაც, რომლებიც სამუშაოებში არიან ჩართულნი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი