ხელისუფლება ნაცებს კი არა, შევარდნაძესაც ჩაცდა და უკვე კომუნისტებამდე ჩავიდა, მთლად მჟავანაძის ეპოქამდე - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"როგორც ვხედავ, ხელისუფლება ნაცებს კი არა, შევარდნაძესაც ჩაცდა და უკვე კომუნისტებამდე ჩავიდა, მთლად მჟავანაძის ეპოქამდე - კოტეჯები მეოცე საუკუნის 60იან წლებშია აშენებულიო", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

​"როგორც ვხედავ, ხელისუფლება ნაცებს კი არა, შევარდნაძესაც ჩაცდა და უკვე კომუნისტებამდე ჩავიდა, მთლად მჟავანაძის ეპოქამდე - კოტეჯები მეოცე საუკუნის 60იან წლებშია აშენებულიო.

მეორეს მხრივ, ხელისუფლება უკვე იმედის დრონსაც ასცდა საკუთარი გაპრავების კოსმოსურ სიმაღლეში - ყველაფერი გლობალური დათბობის ბრალია და ამას ვერაფერს მოუხერხებო.

ორივეში სიმართლის მხოლოდ ნაწილია და დიდი ნაწილი (რაც მთავრობის პასუხისმგებლობას ადასტურებს) - ან დამალული, ან გაყალბებული.

ასე მუშაობს სწორედ პროპაგანდა: სიმართლეს ამყნობს ტყუილთან, რომ მიღებული ჰიბრიდი ერთად გადაყლაპოს მსხვერპლმა, მართალთან ერთად ტყუილიც ავრცელოს და სისტემის სასარგებლო იდიოტად იქცეს", - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი