საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან, 7 იდენტიფიცირებულია. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.
"საერთო ჯამში, 15 ცხედარია მოძიებული სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება. გიდასტურებთ, რომ ერთი და იმავე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე ხდება ცხედრების მოძიება", - თქვა მღებრიშვილმა.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში 15 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 20-ზე მეტის ძებნა კი გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი და ორი ვერტფრენი, პროცესში მონაწილეობენ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც.