შოვში, სტიქიის დროს დაღუპულთაგან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევაა. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
"დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა ამოიცნო მისი ცხედარი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს", - ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებაში.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. დაღუპულთაგან 7-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია.