გაუმართავი მონიტორინგის სისტემა და გაუთვალისწინებელი დასკვნები - შეიძლებოდა თუ არა შოვში ტრაგედიის თავიდან აცილება

გამოქვეყნდა:

სტიქიები ხდება, თუმცა შეიძლებოდა თუ არა მისი პროგნოზირება და შოვში ტრაგედიის თავიდან აცილება? სპეციალისტები რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრობენ. არ არსებობს გამართული მონიტორინგის სისტემა. მეცნიერები წერენ კვლევებს, თუმცა მათ არ ითვალისწინებენ, ან კითხულობენ, მაგრამ ვერ ხვდებიან მის მნიშვნელობას და რეკომენდაციების გათვალისწინების საჭიროებას.

რა მასალას ავრცელებს კალგარის უნივერსიტეტის პროფესორი და რა ჩანს სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე, რომელიც სტიქიის წინა დღეებში არსებულ ვითარებას ასახავს? როდის დაიწყო მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები? როგორ დაგროვდა ამდენი წყალი და შლამი, რამაც მთლიანად წალეკა კურორტი შოვი?

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი