საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარაბაშვილის ინფორმაციით, გუშინ 4 აგვისტოს სტიქიის ზონაში კონტაქტი დამყარდა 2 ადამიანთან, რომლებიც მანამდე კავშირზე არ გამოდიოდნენ.
ბარნაბაშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად სად ან ვისთან დამყარდა კონტაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ გადარჩენილების პოვნის შესაძლებლობა არსებობს.
"შანსი ყოველთვის არსებობს. შესაძლებელია, როგორც გუშინ მოხდა, რომ ადამიანებს ვეძებდით ჩვენ და არ გამოდიოდნენ კონტაქტზე ორი ადამიანი გამოვიდა და მაგის იმედი გვაქვს ყოველთვის. იქიდან ვისთანაც კონტაქტს ვერ ვამყარებდით მათთან დამყარდა კონტაქტი", - თქვა ლერი ბარნაბაშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. მაშველები სტიქიის ზონაში 19 ადამიანს ეძებენ.