შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციაების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეს დღის განმავლობაში 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მაშველები 19 ადამიანს ისევ ეძებენ.
''დღეიდან ღამის სამუშაოებიც გაგრძელდება, ამის დამატებით საჭიროება დადგა კიდევ ერთხელ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს 6 ცხედარი იქნა ამ ადგილზე ნანახი და ვვარაუდობთ, რომ კიდევ უნდა იმყოფებოდნენ. მთავარი წინაღობა ისევ და ისევ არის მიწის მაღალი ფენა, მასა ასე ვთქვათ, რაც ანელებს სამუშაოებს ტემპს იქიდან გამომიდნარე, რომ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენად სენსიტიურია მიცვალებულების აღმოჩენა და შემდეგ ისეთი მათი ამოყვანა რომ არ მოხდეს მათი დაზიანება და რა თქმა უნდა მასშტაბი.''- ამბობს მღებრიშვილი.
შეგახსენებთ, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.