შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობს.
ძებნის ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 19 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.