სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით - რას ყვება შოვში სტიქიას გადარჩენილი

გამოქვეყნდა:

​შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე 3 აგვისტოს მოვლენებს იხსენებს. სტიქიის ჩამოწოლის დღეს ჯელაძე შოვში ოჯახთან ერთად ისვენებდა. 

"სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით...

წამოსვლა დავაპირეთ სახლში და რომ მოვდიოდით, სანამ სანსეტ კოტეჯამდე მოვდიოდით იქ გავჩერდით, მინერალური წყალი დავლიეთ და სახლში ვაპირებდით წასვლას და რომ წამოვედით, ხიდზე რომ შემოვედით საშინელებები ხდებოდა, წინ ყველაფერი წაღებული იყო.

შოვის კოტეჯის წინა მხარე ყველაფერი წაღებული იყო, წინ წასვლა შეუძლებელი გახდა, შემდეგ, გადავწყვიტეთ ტყეში უკან გავბრუნებულიყავით, მაგრამ რომ დავაპირეთ უკან წასვლა, მიწის მასამ გზა ჩაგვიკეტა, შეუძლებელი იყო გადასვლა. ამ ხეებმა და ქვის მასამ სულ ამოავსო ის ადგილი მინერალური წყალი სადაც იყო. იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ზოგმა მოასწრო ტყეში შესვლა, ზოგმა არ ვიცი...არ ვიცი, გადარჩნენ თუ არა...და ისმის საშინელი ხმა, საიდან მოდის ეს ხმა, ვიყურებით და ზემოთ რომ გავიხედეთ, მიწის მასა მოდის უსწრაფესად და ძალიან მაღალი. მიწა იყო ხეებით და დიდი ქვებით გატენილი​", - უთხრა დავით ჯელაძემ "რადიო თავისუფლებას".

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 17 ადამიანი ესმხვერპლა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 19 ადამიანს ეძებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი