ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

გამოქვეყნდა:

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. 

"ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას," - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო მაშველები სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი