შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ

გამოქვეყნდა:

სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სამაშველო სამუშაოები სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. თუმცა ამ დრომდე  უცნობია ზაზა მესხისა და მისი სამი მცირე წლოვანი შვილის ბედი. ისევ იძებნება და-ძმა ყარალაშვილები. ისინი შოვის კოტეჯებში მეგობართან ერთად ისვენებდნენ. დაკარგულია გუტაშვილებისა და მაისურაძეების ოჯახი - ერთად 9 ადამიანი.

ვერ პოულობენ სტიქიის შედეგად დაკარგულ დეიდაშვილებს - თემურ ჩარკვიანსა და ნიკა ჩალაძეს, ასევე ქეთევან ლობჟანიძეს,რომელიც "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ეძებენ 4 წლის გიორგი ხორბალაძესაც.  ამ დრომდე ვერ პოულობენ  ნატო ჭელიძეს მის სამ შვილთან ერთად. ახლობლები ასევე ავრცელებენ  ინფორმაციას ლევან რაზმაძის გაუჩინარების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. მათგან 12-ის იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელთა შორის ნინო კენჭაძე, ალინა პოლიკოვსკა, გიორგი გოგინაშვილი, ქსენია ტრიჩევა და დავით ბერიაშვილი. 

ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები 16 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი