შოვში დაღუპულთაგან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია - ვითარება შოვში

გამოქვეყნდა:

18 დაღუპული და 16 დაკარგული - ტრაგედიის მეოთხე დღეს შოვში ვითარება ისევ უმძიმესია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია. დილიდან სტიქიური უბედურების ადგილას იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისი მერი კახა კალაძე.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დაკარგულების კვალზე გასასვლელად თავდაცვის ძალები, მაშველები და მძიმე ტექნიკა მუშაობს. პარალელურად, ცდილობენ, რომ ტერიტორია გაასუფთავონ მიწის მასისგან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი