შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი სამირა ისაევაა - ძმის ინფორმაციით, ის მამამ ამოიცნო

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი  სამირა ისაევაა , - ინფორმაცია მისმა ძმამ "ინფო რუსთავს"  დაუდასტურა. ძმის თქმით, ახალგაზრდა ქალი დღეს დილას მამამ ამოიცნო.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ შოვში დაღუპულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. სტიქიის ზონაში 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი