ჯუთას გზა გადაადგილებისთვის სახიფათოა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო -მასალა, სადაც ჩანს რომ საშიშ გზას მიწის მასა გამოცლილი აქვს და დაწყებულია მეწყრული პროცესები. მანამ სანამ საფრთხის პრევენცია ჯერ კიდევ შეიძლება, ტურიზმის სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს რეაგირება დროულად მოახდინოს.
"ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთადან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნენა, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო." წერენ სოციალურ ქსელში.