ამ დრომდე ვერ პოულობენ იმ კაცის ძმას, რომელსაც რაჭის გუბერნატორმა "ხმის დაწევისკენ" მოუწოდა - დიტო ფირცხალავა კოტეჯების ტერიტორიაზე მუშაობდა

გამოქვეყნდა:

შოვის სტიქიის დროს დაკარგულებს შორისაა დიტო ფირცხალავა, რომელსაც ახლობლები და ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ.

მათი ინფორმაციით, ფირცხალავა ნიკა ჩალაძესა და თემურ ჩარკვიანთან ერთად იმყოფებოდა და სამივე მათგანი მამისონის კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა. ამ დრომდე დაკარგულები არიან ჩალაძეც და ჩარკვიანიც

ცნობისთვის, დაკარგული ფირცხალავა იმ ადამიანის ძმაა, რომელსაც გუშინ, რაჭის გუბერნატორმა შენიშვნა მისცა და "ხმის დაწევისკენ" მოუწოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი