უფუნქციო მონიტორინგი - 13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წლის შემდეგაც, ადრეული შეტყობინების სისტემა გაუმართავია და მონაცემებს ხელით იწერენ

გამოქვეყნდა:

ტრაგედიები ხდება, ბუნებრივ კატაკლიზმებს ვერ გავექცევით, მით უმეტეს, კლიმატის გლობალური ცვლილებების ხანაში, მაგრამ სიფრთხილით და სიფხიზლით შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ ადამიანური დანაკარგები. მეტიც, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამედროვე ეპოქაში ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირება გართულდა, ჩვენი ძალისხმევაც გაათმაგებული უნდა იყოს. მაგრამ ვსწავლობთ კი ჩვენივე შეცდომებზე?

მოდით 2015 წლის თბილისის წყალდიდობა გავიხსენოთ, რომლის მაპროვოცირებელი წყნეთთან ჩამოწოლილი გიგანტური ღვარცოფი გახდა.  13 ივნისის ტრაგედიიდან მალევე დაყენდა სპეციალური სენსორები, რომელსაც წყენთთან დაძრული ფერდობის დინამიკა უნდა ეკონტროლებინა მუდმივ რეჟიმში. მეტიც, მოგვიანებით იქ განახლებული გზაც ისე მოეწყო, რომ საფრთხის მატებასთან ერთად სახიფათო მონაკვეთზე დაყენებული შლაგბაუმებით მოძრაობა ავტომატურად უნდა ჩაკეტილიყო. 

ტრაგედიიდან 8  წლის შემდეგ ჩვენს ჯგუფს ადგილზე ასეთი სურათი დახვდა - არც ერთმა უწყებამ არ იცის, ჩაიკეტება თუ არა საგზაო მოძრაობა სასიკვდილო მონაკვეთზე, თუკი საფრთხე მოიმატებს. მეტიც, მონაცემებს, რომელიც ამ საფრთხეს ზომავს, ხელით იწერენ და ბოლო ასეთი მონიტორინგი ამა წლის მარტში განხორციელებულა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი