დიდუბის ხიდის ქვეშ გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება - მერია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  ხიდის ქვეშ,  გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება.

"პირველ ეტაპზე,  მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება  დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს,  სადაც ავტომანქანების  გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან  აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე  ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით." ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი