ყველაფერი 3 აგვისტოს, 15 საათსა და 5 წუთზე დაიწყო. ხეობაში, სადაც სულ რამდენიმე წუთით ადრეს ტურისტების, დამსვენებლებისა და ბავშვების მხიარული ხმები ავსებდა, ავის მომასწავებელი გრუხუნი გაისმა, რომელსაც 5 მლნ ტონამდე მიწის, ქვებისა და ხეების მასა ჩამოყვა. სიცოცხლით სავსე შოვის ხეობა სულ რამდენიმე წამში შავმა, უსიცოცხლო მასამ დაფარა