სტიქიის და სიკვდილის პირისპირ - უბედურების ადგილად ქცეული კურორტი

გამოქვეყნდა:

ტურისტული სეზონის პიკზე, აგვისტოს ცხელ დღეებში, შოვში უამრავი დამსვენებელი იმყოფებოდა. უამრავი პატარა, ვისთვისაც ეს გასეირნება დაუვიწყარი შთაბეჭდილება უნდა ყოფილიყო, ოღონდ ცხადია პოზიტივით დამუხტული. ადამიანები, რომლებიც იქ გასართობად და დროის კარგად გასატარებლად ავიდნენ სულ რამდენიმე წამში აღმოჩნდნენ სტიქიის პირისპირ - სიკვდილის პირისპირ, რომელიც ჯიუტად ფარავდა შავი მასით მთელ ხეობას და იქ მყოფ ადამიანებს. ნაწილი ამ ადამიანებისა სიკვდილს სასწაულით და იღბლიანი შემთხვევის წყალობით გადაურჩა, სხვებს ასე არ გაუმართლათ. ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, ეძებენ დაკარგულ 17 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.  ყველასთვის ასე ძვირფასი კურორტი, ამიერიდან წარმოუდგენლად მძიმე უბედურების ადგილად იქცა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი