3 აგვისტოს ბუბის წყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო მეწყრული პროცესები - შამუგია

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, შოვში მომხდარი ტრაგედია, სამ აგვისტოს, ბუბას ხეობაში კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია, რისი პროგნოზირება და თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო. მისივე მტკიცებით, ეს პროცესები იმ კატაკლიზმების შედეგია, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას.  

შამუგიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა და შოვში მომხდარ მეწყრულ პროცესებთან და მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით დასკვნა დადო.

''ჩვენ გვაქვს პირველადი შედეგები. სამ აგვისტოს ბუბის წყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც როგორც წესი შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რიცხვის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვშიც სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის აცილება შეუძლებელი იყო.'' - თქვა ოთარ შამუგიამ

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, გარდაცვლილია 18 ადამიანი და 19 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი